19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
87 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება. შესაბამისი დადგენილება საკანომდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. კენჭისყრა სესიაზე გაიმართა და დადგენილების პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე ფრუიძეა.

ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და წესებს განსაზღვრავს.

ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

დღის ამბები