19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
გადადგება თუ არა პოსტიდან თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი - ბაჩიაშვილი: "ცვლილებების შესახებ მიმდინარე კვირაში ვიტყვით"

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში თანამდებობა დატოვოს.

„ჯერ არ გადავმდგარვარ“ - ასე უპასუხა მან „კურიერის“ შეკითხვას იმის შესახებ, დატოვა თუ არა ფონდის მმართველმა თანამდებობა. ბაჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ფონდში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომლის შესახებაც საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

„ჯერ არ გადავმდგარვარ, რაღაც ცვლილებების ვაპირებთ, ვმუშაობთ უკვე 4 თვეა ამ ცვლილებებზე და ცვლილებებზე და ახლო მომავალში შევატყობინებთ საზოგადოებას. ამ კვირაში ვაკეთებთ გარკვეულ ცვლილებებს და შესაბამისად განვაცხადებთ,“-აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

დღის ამბები