19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მანდატურებს დაუძახა

დაპირისპირება პარლამენტში - „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი სხდომათა დარბაზში განცხადების გაკეთებას ითხოვდა, რისი საშულებაც მას არ მიეცა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს შენობით მიმართა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. კობახიძემ ბესელიას მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა.

ამის შემდეგ ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა გადაწყვიტა. ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ ეშინია. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტში ჩხუბი  იყო. ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა. პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დეპუტატი ზაზა კედელაშვილი კანონმდებლების სათათბირო ოთახში შევიდა. მას ყველა სხვა დეპუტატი შეჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები