პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩენვებისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვას ახალი ტიპის ვალუტით გეგმავს. ამის შესახებ "გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"გირჩის" ლიდერი ამბობს, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველს ახალი ტიპის ვალუტით - GeD-ით მოისყიდის.
ზურაბ ჯაფარიძე მთაწმინდელებს ჰპირდება, რომ თითოეულ ხმას, გირჩი ციფრული ვალუტით "ჯედით" - ანუ ჯორჯიან დოლარით აუნაზღაურებს. ჯაფარიძის თქმით, ამომრჩეველი, რომელიც წარადგენს საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც 35 ნომერი იქნება შემოხაზული 50 GeD-ს მიიღებს.
"გირჩის" ლიდერის განცხადებით, დაგროვებული GeD-ებით ნებისმიერი მოქალაქე "გირჩის" ორგანული ნაწილი ხდება და საშუალება ეძლევა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ საჯაროდ და მთაწმინდის ამომრჩევლებს შევთავაზოთ გარკვეული ანაზღაურება ხმის სანაცვლოდ. ანაზღაურებას მოვახდენთ „გირჩის“ ციფრული ვალუტით ე.წ. GeD-ებით, იგივე ქართული დოლარით - Georgian dollars, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ორი დანიშნულებით. ერთი ეს არის, ამ დაგროვებული GeD-ებით ნებისმიერი მოქალაქე ხდება „გირჩის“ ორგანული ნაწილი და ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა „გირჩში“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თითოეულ მიღებულ ხმაზე „გირჩი“ გასცემს 50 დოლარის ეკვივალენტ 50 GeD-ს, რაც მომავალში მინიმუმ, ჩვენი გათვლებით, შეესაბამება 5 000 დოლარს. GeD-ების მისაღებად ნებისმიერმა მთაწმინდელმა უნდა წარმოადგინოს შემოხაზული 35 ნომრიანი ბიულეტენის ფოტო,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.