19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა შტაბის ხელმძღვანელად ალეკო ელისაშვილი წარადგინა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, პარტიის ოფისში შტაბის პრეზენტაცია გამართა და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. შტაბის ხელმძღვანელად მან „ სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი წარადგინა.

ლევან იოსელიანი საარჩევნო სიაში 42 ნომრით იქნება წარდგენილი.

„ ჩემთვის პატივია, რომ ვიყო ლევან იოსელიანის  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თავს არ დავზოგავთ ჩვენ შტაბთან და გუნდთან ერთად, რომ ძალიან ენერგიული კამპანია წარვმართოთ. მთაწმინდელებისთვის და ვერელებისთვის არის წარდგენილი ზუსტად კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და წესიერი ადამიანი - ლევან იოსელიანი, და მე ვფიქრობ, აქვთ მთაწმინდელებს შანსი, რომ შეცვლა რეალობის ქართულ პოლიტიკაში დაიწყოს სწორედ აქედან,“- განაცხადა ელისაშვილმა.

დღის ამბები