19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გააჟღერა რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული - მიქაუტაძე 

ვენეციის კომისიის რომელი და რამდენი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდება მმართველი გუნდის მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი იმ ჯგუფის წევრებს გააცნო, რომელიც სპეციალურად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინების შესახებ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებაა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამოღებულ იქნეს. მიქაუტაძის თქმით, თუკი ადამიანი აპირებს, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ვალდებულია გამოცდები ჩააბაროს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინების მოსაზრებას არ იზიარებს მიქაუტაძე, ეს ინტერესთა კონფლიქტს ეხება. 

„მე არ დავეთანხმები ამ შემთხვევაში, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გააჟღერა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული და ეს შეთავაზება საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შეაფასოს განსაკუთრებით იმ კანდიდატების კვალიფიკაცია, რომლებიც არ არიან მოსამართლეები. მეორე რეკომენდაციაც არის ვენეციის კომისიის ინტერესთა კონფლიქტზე და ეს ძალიან ახლო ბმაშია ერთმანეთთან და მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ. რომ ვენეციის კომისია არა ძირითად რეკომენდაციად გვეუბნება, რომ 2/3 კვორუმი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი და ამან ჩიხში შეიყვანოს პროცესი და საქართველოს პარლამენტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს პროცესი ჩიხში არ შევიდეს და კვორუმის 2/3-მა ის არ გამოიწვიოს, რომ საბოლოო ჯამში ვერ დაინიშნოს მოსამართლეები“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძეც, მიქაუტაძის მსგავსად, ფიქრობს, რომ კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩააბარონ.

„როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერად და კომპეტენტურობით, და როდესაც ადამიანს აქვს კომპეტენციაზე პრეტენზია, ის იძახის რომ მე არ მინდა რომ გამოცდა ჩავაბარო. ეს უბრალოდ, ჩემს ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები