19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ხელით დაწერილ სცენარს ჰგავს - ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება „ქართული ოცნების“ დატოვებას უკავშირდება

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ჯაბა ჯიშკარიანი მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ოფიციალური ვერსიით, პროკურატურა საკრებულოს დეპუტატისგან იმ განცხადების შინაარსის დაკონკრეტებას მოითხოვს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში ვაზაგაშვილის საქმეზე გააკეთა.

ჯაბა ჯიშკარიანმა დაასახელა ერთ-ერთი სამართალდამცველი გიგი დალაქიშვილი, რომელიც მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. თუმცა საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მისით გამოძიება არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების დროს არ დაინტერესებულა.

ჯიშკარიანმა საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა და პროკურატურას მიმართა, რომ უწყების არ ეშინია. მისთვის გაუგებარია, რატომ გაახსენდა ახლა პროკურატურას ვაზაგაშვილის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის განმავლობაში დალაქიშვილზე საუბრობდა.

ჯაბა ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება „ქართული ოცნების“ დატოვებასთან იყოს დაკავშირებული.

მისი თქმით, გიგი დალაქიშვილი მმართველმა გუნდმა დააწინაურა. ჯიშკარიანის განცხადებით, დალაქიშვილი 2013 წელს მინისტრმა ჭიკაიძემ ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშნა.

ჯაბა ჯიშკარიანი-ის სურათის შედეგი

„გავაკეთე განცხადება, რომ ვაზაგაშვილის ერთ-ერთი მკვლელი იყო გიგი დალაქიშვილი. ამასთან დაკავშირებით გამაცნეს, რომ გიორგი ცააძეს საპატიმროდან მოუწერია წერილი და მოუთხოვია ჩემი გამოკითხვა. კითხვები იყო, რომ საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია და მათ განვუცხადე, რომ მარტო ყურმოკრული ინფორმაცია არ მქონდა ამასთან დაკავშირებით, ვიყავი ძალიან ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით ყველა აქტიურ კამპანიაში წლების განმავლობაში.

„მინდა, მოვუწოდო პროკურატურას და მივცე კეთილი რჩევა, როგორც გენერალურ პროკურატურას, ასევე მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, ის ათასობით საქმე, რომელიც არის ტაროზე შემოგდებული და ითხოვენ მოქალაქეები რეაგირებას, კეთილი ინებონ და ამ საქმეებს და ამ მოქალაქეებს მიხედონ, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე ადამიანების ახირებაზე გააკეთონ რეაგირება. 13 წლის განმავლობაში ვსაუბრობ ამ თემებზე არა მარტო ბატონი ივანიშვილის ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, სააკაშვილის დროსაც. რატომღაც 13 წლის განმავლობაში ერთხელ დაინტერესდა საქართველოს პროკურატურა, ისიც ცააძის განცხადებიდან. მგონია, რომ ხელით დაწერილს ჰგავს ეს ყველაფერი, ვიღაცის სცენარს,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

დღის ამბები