ზუგდიდში, არჩევნებთან დაკავშირებით პრობაციის სამსახურმა 500 - ზე მეტ პრობაციონერს პრობაციის მოხსნაზე განცხადება დააწერინა - ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ოპოზიციის მტკიცებით, პრობაციის მოხსნა გარიგების სანაცვლოდ მოხდა.
შეთანხმების თანახმად, პრობაციონერებმა და მათმა ოჯახის წევრებმა შუალედურ არჩევნებში ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის უნდა მისცენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძის შეფასებით, ეს ფაქტი წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვაზე მეტყველებს.
„ჩვენი ინფორმაციით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მდე პრობაციონერს შეჰპირდნენ პირობითის მოხსნას იმ პირობით, რომ შემდეგ ეს პრობაციონერები და თავისი ოჯახის წევრები ხმას მისცემენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში და ასევე, მათი ოჯახის წევრები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იმუშავებენ „ქართულ ოცნებაზე“ . ეს არის მეთოდის, რითაც ახლა ისინი ცდილობენ, რომ კიდევ ერთხელ მოისყიდონ ეს ხალხი და გავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესებზე ზუგდიდში,“- განაცხადა წითლიძემ.