19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს. 

გიორგი ქობულია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები მას არ შეეხებოდა. მან დღეს დილითაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კითხვა მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, პრემიერს შეუძლიათ ჰკითხონ.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით, ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი ვინც იღებს ესეთ გადაწყვეტილებას და მას შეგიძლიათ, რომ მიმართოთ,"-განაცხადა გიორიგ ქობულიამ. 

ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა.

დღის ამბები