"კურიერის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული. არსებული ინფორმაციით მთავრობა ოფიციალურ განცხადებას დღეს გაავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრს, რომელიც 9 თვის წინ მოსკოვიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს გადადგომა აიძულეს.
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ქობულიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და ეს ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო. ქობულიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით, ქობულია გადადგომასთან დაკავშირებით ხვალ ისაუბრებს.