19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციამ ქობულიას გათავისუფლების ბრძანება ჯერ სამთავრობო მედიას გაუგზავნა, ვებგვერდზე კი ერთი საათის დაგვიანებით ატვირთა

მთავრობის ადმინისტრაციამ ქობულიას გათავისუფლების ბრძანება ჯერ სამთავრობო მედიას გაუგზავნა, ერთი საათის დაგვიანებით კი ვებგვერდზე ატვირთა. 

მამუკა ბახტაძის ბრძანებულება გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საღამოს 20:00 საათზე, სამთავრობო მედიით გავრცელდა, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 20:57 წუთზე აიტვირთა.

Image result for თურნავანათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა

ეკონომიკის მინისტრს, რომელიც 9 თვის წინ მოსკოვიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს გადადგომა აიძულეს.

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ქობულიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და ეს ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ნათია თურნავა 2000-2005 წლებში ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ასევე, 2013-2018 წლებში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობას იკავებდა. 2018 წლიდან კი ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

დღის ამბები