19 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
დღის ბოლომდე განსაზღვრული გაქვთ ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს - ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს

დღის ბოლომდე განსაზღვრული გაქვთ ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს - ასე მიმართა ოპოზიციამ პარლამენტის სხდომაზე მმართველ გუნდს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს დავალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტი მიიღონ.

საკანონმდებლო ორგანოში კი ამ წუთებში სახალხო დამცველს უსმენენენ. ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მოხსენების შემდეგ ომბუდსმენს დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს.

დაკავშირებული სურათი„მართლა რომ გაინტერესებდეთ, მართლა მეორე მოსმენით უნდა გვემსჯელა ომბუდსმენთან ერთად, არასამთვრობოებთან ერთად, გაგვეანალიზებინა, რას გვეუბნებიან ეუთოში, ვენეციის კომისია, არასამთავრობოები. ვაქციეთ ეს, რად? კიდევ მადლობა არ მოითხოვოს ვინმემ იმისთვის, რომ ახლა აქ ომბუდსმენი დგას. სალაპარაკო რომ გახდა, რომ აქ ომბუდსმენი დგას. ომბუდსმენი აქ დგას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ომბუდსმენი პროცესის მონაწილე არ არის. თქვენ დღეს გაქვთ დღის ბოლომდე განსაზღვრული ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს. ამიტომ თავი არავინ მოიტყუოს. რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ თუ შეიძლება დააზუსტოთ, არის თუ არა თქვენი რეკომენდაცია, რომ ეს პროცესი, რა  გზითაც მიდის, უკან დაბრუნდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნინო ლომჯარიასგან მისი რეკომენდაციების დაზუსტება მოითხოვეს. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დაკავშირებული სურათი„ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური რეალობები, რომლის ჭრილში უნდა განიხილოთ ეს რეკომენდაციები. პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემი მოსაზრება, მე ეს რეკომენდაციებიც არ მეჩვენება საკმარისი. მაინტერესებს თქვენი შეხედულებები, არა თქვენი ინტერპრეტაცია საერთაშორისო ექსპერტების, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ამ მწვავე გამოწვევას, რომ უზენაესი სასამართლო არის ფაქტობრივად, სრული შემადგელობით დასაკომპლექტებელი, რა სხვა გამოსავალი არსებობს პოლიტიკური კონსესუსის შესაქმნელად ამ თემაზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები