გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზესტაფონის მერობისთვის ბაქარი ხიჯაკაძე, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარობისთვის გაგა ლაბაძე იბრძოლებენ.
აღნიშნული კანდიდატები დღეს ადგილობრივებს გაერთიანების ლიდერებმა წარუდგინეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვება ზესტაფონში, ისევე როგორც მთელს საქრთველოში, გარდაუვალია.
„ვინ იქნება ზესტაფონის მერი? ადამიანი ვინც კვლავ მოიპარავს ფულს, არაფერს არ გააკეთებს და მხოლოდ საკუთარი ოჯახის და საძმაკაცოს და სამეგობროს კეთილდღეობაზე იფიქრებს, თუ ადამიანი ვინც იზრუნებს ზესტაფონისა და ზესტაფონში მაცხოვრებელი ხალხის საკეთილდღეოდ? ჩვენ გვყავს ადამიანი კანდიდატად, რომელიც იზრუნებს ზესტაფონის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა ენმ-ს საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.