19 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ხელისუფლება მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონის მიღებას აკრიტიკებს

მძიმე დებატების დღე პარლამენტში - „ქართულმა ოცნებამ“ მწვავე კრიტიკის და რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონი მისთვის სასურველი სახით მიიღო.

სავარაუდოდ, პარტიული დისციპლინის ხარჯზე უმრავლესობამ სრული შემადგენლობით 87 31-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონს, რომელშიც არცერთი რეკომენდაცია არ მოხვდა. მათ შორის, ოპოზიციისთვის ყველაზე აქტუალური - მოსამართლეთა ნაწილის დანიშნვის უფლების მომავალი პარლამენტისთვის გადაცემა და კენჭისყრის საჯაროობა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღევანდელი სესიიდან ცხადი გახდა, თუ რისთვის ცდილობს ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში გავლენების მოპოვებას. ბოკუჩავას თქმით, „ოცნების“ ლიდერის მიზანს „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

Related image„ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლება მომავალი ათწლეულების მანძილზე და კობახიძემ ყველაზე ღიად თქვა, რისთვის სჭირდება ივანიშვილს სასამართლო ხელისუფლების მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე დამოკიდებულებით ხელში ჩაგდება იმისთვის, მათ შორის, უპირველესად, რომ ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2." ირაკლი კობახიძე, რომელიც გვეუბნება, რომ ივანიშვილს სჭირდება "რუსთავი 2"-ის სასამართლოს მეშვეობით ხელში ჩაგდება, ეს პარლამენტი აირჩევს 28-დან 20 მოსამართლეს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ სასამართლოში არსებული ჯგუფი უკვე ივანიშვილის კლანად უნდა მოიხსენიოს საზოგადოებამ.

Image result for ოთარ კახიძე„ქართული ოცნება" პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდა. ივანიშვილის კლანს უნდა ვეძახდეთ აწი ჩვენ იმ ჯგუფს, რომელიც სასამართლოს გააკონტროლებს. ეს არ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ეს არის ივანიშვილის კლანი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მორჩილ უმრავლესობას, თავის თავში მოიაზრებს მორჩილ სასამართლოს და მარიონეტულ მთავრობას. ეს ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით მზად არის საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისთვის, ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ახლა არის, რომ მოვბილიზდეთ მაქსიმალურად და ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები,“ - განაცხადა კახიძემ.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ყოფილ თანაგუნდელებს და ამბობს, რომ დღეს პარლამენტში ლობისტების გავლენით სასამართლოს კლანმა გაიმარჯვა.

Image result for ეკა ბესელია„ამ უმრავლესობაზე გაიმარჯვა დღეს იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა და სასამართლოს ჯგუფის იმ წევრებმა, ვინც იყო იმ 10-კაციანი სიის ავტორები. გაიმარჯვა კიდევ ერთხელ იუსტიციის საბჭოს და სასამართლო ჯგუფის იმ წარმომადგენლებმა, ვისაც ჰყავს „ქართულ ოცნებაში“ ლობისტები, დაწყებული თავიდან დამთავრებული ამ პარლამენტამდე და ამას სახელი ეს ჰქვია და ამას თავისი შედეგები მოჰყვება, რასაკვირველია, მძიმე, საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასია ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ბესელიამ.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ომბუდსმენმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში არ განეხილათ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინათ.

დღის ამბები