„დღეს მმართველ პარტიას არეული აქვს მთავარი ვექტორები, მას აერია კომპასი და ყველაფერი აღრეულია. მე დღეს, რასაც ვუსმენდი, გამიჩნდა განცდა, რომ დაკარგულია დროსა და სივრცეში,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.
ის პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს. ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვექტორები არეული აქვს.
„ჩემი დამოკიდებულება როგორიც არ უნდა იყოს იმ მედიასაშულების თუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქნება ამ ძალადობის და თავდასხმის ობიექტი, ნებისმიერ შემთხვევაში ვიდგები უკანონობის და ძალადობის წინააღმდეგ და არასოდეს არ გავამართლებ ამ ძალადობას. არ მაქვს არანაირი ყოყმანი,"- აღნიშნა ბესელიამ.