„ასეთი გაბრაზებული ნუ მიყურებთ, მეშინია," - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „კურიერის“ ჟურნალისტს. ის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.
ვოლსკიც მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია ძველ მფლობელებს წაართვეს.
„მე ვფიქრობ, რომ ტელევიზია ნამდვილად წართმეულია. ჩემი ფიქრი არაფერს ნიშნავს. სასამართლოს გადაწყვეტილება არის მთავარი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე... აბა რას ნიშნავს „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტების და ხელმძღვანელების უშვერი დედის გინება ეთერიდან, თვენი არა, მაგრამ რეალიზაციას უკეთებთ იმ გინებას, რასაც თქვენი უფროსი უშვებს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.