19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
მზად ვარ დავიჩოქო ყველა დედის წინაშე, რომელსაც ფრონტიდან შვილი სახლში არ დაუბრუნდა - უკრაინაში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა სცენაზე დაიჩოქა

ურთიერთბრალდებები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - უკრაინაში გამართული დებატები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

19 აპრილი ბოლო დღეა, როდესაც კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება აქვთ. დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი კითხვებს, რომელიც პეტრო პოროშენკოსთვის უნდა დაესვა ინტერნეტით იღებდნენ. ზელენსკიმ 15 კითხვა დაუსვა პეტრო პოროშენკოს საზოგადოების სახელით.

ომთან დაკავშირებული კითხვის დროს კი პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა დაიჩოქა.

„მე კადიროვს არასდროს შევხვედრივარ, წერტილი, მაგრამ ახლავე მზად ვარ დავიჩოქო ყველა დედის წინაშე, რომელსაც ფრონტიდან შვილი სახლში არ დაუბრუნდა, ნებისმიერი ბავშვის წინაშე დავიჩოქებ, რომელსაც სახლში მამა არ დაუბრუნდა, ყველა ქალის წინაშე დავიჩოქებ, რომელმაც ქმარი დაკარგა. ახლავე დავიჩოქებ და თქვენც მოგიწოდებთ,“ - მიმართა ზელენსკიმ პოროშენკოს.

პეტრო პოროშენკოც შეეცადა, რომ სათავისოდ გამოეყენებინა საკუთარი დებატები და ზელენსკის კონტრარგუმენტებით მიმართა.

„მჯერა, რომ ბატონ ვლადიმირს არ სურს, რომ უკრაინა რუსეთს ჩააბაროს. ისიც მჯერა, რომ არ ოცნებობს, ჩვენი ქვეყანა უკან დაიწიოს და რუსეთის იმპერიას დაუბრუნოს, მაგრამ პუტინს აქვს ამის ოცნება. ვლადიმირი ვერ შეძლებს ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის ყველაფერი, რასაც ვლადიმირი ამბობს ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. არცერთი ჩემი მეგობარი არ არის კორუფციასთან კავშირში, მცირე ეჭვიც რომ გაჩნდეს, მათ ციხეში ჩასვამენ. ვლადიმირის გუნდი მეხუთე კოლონიაა, მასთან ერთად ხელისუფლებაში მოვლენ აზაროვის, იანუკოვიჩის მხარდამჭერები რუსები. თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ჯალათი, უნდა ჩასვას ადამიანები ციხეში, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. 5 წლის შემდეგ სად იქნება უკრაინა, ამისთვის რას გააკეთებთ? კადიროვს ბოდიში მოუხადეთ, უკრაინელებს მოუხადეთ ბოდიში იმისთვის, რომ მეძავი უწოდეთ?“ - განაცხადა პოროშენკომ.

დღის ამბები