ბიძინა ივანიშვილის გეგმების ლუსტრაცია და მზადება ახალი შტურმისთვის რუსთავი2-ის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცახდება ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ არხის წინააღმდეგ ქართული ოცნება შეტევის ახალი რაუნდისთვის ემზადება.
გადაწყვეტილება, რომელიც უზენასი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის საუკეთესო მაგალითია.
ირაკლი კობახიძე ღიად მოითხოვს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და მის გადაცემას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისთვის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე "არხის კანონიერ მფლობელს" უწოდებს.
ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების შტურმი დამოუკიდებელი ტელეარხის წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა, ქართული ოცნება ამ დრომდე დუმილს მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო ინარჩუნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა და სახელისუფლებო მედიამ ახლა ბიძინა ივანიშვილისგან ახალი დავალება მიიღო.