19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები მონპელიეში მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა

კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები მონპელიეში, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, შველას ითხოვენ. საფრანგეთში მყოფ ემიგრანტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩავიდა.

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მათი უფლებების დაცვას კვალიფიციური იურისტების დახმარებით ჰპირდება.

უკვე სამი კვირაა, 50 ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამეს მონპელიეში, კარვების ქალაქში, ათენებს.

ენმ-ის ლიდერს ქვეყნის საჯარო უწყებებთან შეკრებილებმა მას საკუთარი პრობლემების შესახებ უამბეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია გაჭირვებული ემიგრანტებისთვის კვალიფიციური იურისტის დაქირავება, რომელიც ამ რთული საქმეების განხილვასა და ემიგრანტების უფლებების დაცვას შეძლებს.

აქციიდან მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. კარვების ქალაქში გადაინაცვლა, სადაც ქართველი ემიგრანტები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

ემიგრანტებთან ერთად იყო ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტი, მელორ ვაჩნაძეც, რომელმაც საქართველოს რამდენიმე თვის წინ დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.

კარვების ქალაქის მცხოვრებლებმა მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვეს. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვასა გააგრძელებენ და მონპელიეს ცენტრში აქციებს კვლავ გამართავენ.

დღის ამბები