19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მოძრაობის "ერთად სახლში" წევრები ბერლინში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემზადებიან

მოძრაობის ერთად სახლში წევრები ბერლინში იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გერმანიის და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ემიგრანტები შეიკრიბებიან.

შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. ემიგრანტების თქმით, მათი ინიციატივით დგება დღევანდელი შეხვედრა და სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გეგმები გააცნონ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრის დროს ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა იქნება, რაც მათი მტკიცებით, ყველანაირი მაქინაციის საშუალებას გამორიცხავს.

„როდესაც ჩვენ ვიცით, რა პირობებში წარიმართა ბოლო პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვით ქართველ ემიგრანტებს საშუალება მიეცემათ, რომ ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად ჩაებნენ სახელმწიფოს მართვაში,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოძრაობის ერთად სახლში ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა მოეწყო ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის, სადაც საუბარი საქართველოს მომავალს შეეხო.

სამომავლოდ, კიდევ ერთი დიდი შეხვედრა მაისში გერმანიის ქალაქ კიოლნში იგეგმება.

დღის ამბები