19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
პანკისში გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, მეორე ჰესზე კი, მოლაპარაკება გაგრძელდება - სოზარ სუბარი

"დარწმუნებული ვარ, რომ მშენებლობა გაგრძელდება,“ - ეს განცხადება მედიასთან პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითრების საკითხებში, სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით, ხეობაში ერთი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება, ხოლო მეორეზე კი მოსახლეობასთან კონსულტაციები გაგრძელდება. მისი განცხადებით, პანკისის ხეობის მცხოვრებლების მცირე ნაწილი იყო მშენებლობის წინააღმდეგი.

„რამდენად ვიცი, რომ მოლაპარაკება არის იმ ეტაპზე, რომ გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობაში უფრო სიღრმეშია, ხოლო მეორე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, გაგრძელდება მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება იყოს მკაფიოდ გამოხატული,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

განცხადება ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მთავარია, რომ დაძაბულობა ხეობაში განმუხტულია.

„ამ ეტაპზე მთავარია, რომ ის დაძაბულობა, რაც დილით ვიხილეთ, დამშვიდებულიყო. მთავრია ამ დიალოგსა და საუბარში, რომ ეს მოვახერხეთ. ის გონიერი ნაწილი ამ ხეობისაც, იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ ავტორიტეტი და ცივი გონება, რომ იმსჯელონ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, კარგია, რომ ამ დიალოგს მიეცა საშუალება, დიალოგის გამართვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, როგორც ბატონმა გახარიამ ბრძანა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები