19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
„ივანიშვილი ბზობა დღეს პანკისში ბეტეერებით შემოვიდა, ეს არის მისი პირადი ბიზნესი" - შალვა ნათელაშვილი 

"პანკისელებმა დღეს, მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს" - ასე აფასებს დღეს, პანკისში განვითარებულ მოვლენებს "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე. შალვა ნათელაშვილი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს მოხდა,  "მოსკოვის დავალების შესრულებაა."

„ივანიშვილი ბზობა დღეს პანკისში ბეტეერებით შემოვიდა. ეს არის მისი პირადი ბიზნესი. ეს ერთი და მეორე, ეს არის მოსკოვის დავალების შესრულება, რომ ისე დაიძაბოს პანკისში ვითარება, რომ მერე სამშვიდობო ჩადგეს აქ და იგივე შედეგებით დამთავრდეს, რაც მოხდა ეს მოხდა ცხინვალსა და აფხაზეთში. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არასოდეს არ მოხდება, მაგრამ პანკისელებმა დღეს, მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს. დღეს, პანკისელებმა გააკეთეს საარაგვო საქმე, ენგურელების საქმე, ჭოროხის საქმე, რაჭა-ლეჩხუმის საქმე და მთელი ქვეყნის საქმე. გაიმარჯვეს, უკან დაახევინეს ბანდიტ ხელისუფლებას,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები