19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
მოვუწოდებ პანკისელებს არ წამოეგონ პროვოკაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის, გახარიას და მის პატრონებს ეფესბეში უნდათ პანკისში არეულობა-სააკაშვილი

„ჰესის მშენებლობა ყველგან არ შეიძლება. ჰესები არჩენს ივანიშვილს, ჰესები არჩენს მის საყვარელ დეიდაშვილს უჩანს, ჰესები არჩენს კალაძეს,“-ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასება პანკისში განვითარებულ პროცესებზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაუშვებელია პანკისელებთან მსგავსი ფორმით ლაპარაკი. მისი თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესია დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთი, ეს არის ივანიშვილის სიხარბე და მეორე,  რუსეთის ინტერესები, მოახდინოს არეულობა პანკისის ხეობაში.

„მე მოვუწოდებ დღეს ჩვენ პანკისელ ძმებს და დებს სიმშვიდისკენ. არ წამოეგონ პროვოკაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის, გახარიას და მის პატრონებს ეფესბეში, არ ვიცი რა რანგი აქვს გახარიას იქ, არ მგონია რომ მაღალი რანგი ჰქონდა, უნდათ პანკისში, საქართველოს ამ სენსიტიურ რეგიონში არეულობა,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა შეუსრულა ყველა დაკვეთა რუსეთს და მათ შორის დანიშნა ის კადრები ხელისულებაში, რომელიც პუტინს აწყობდა, ეს არის გახარია და თურნავა. 

მისივე თქმით დღეს პანკისელმა ხალხმა გააგებინა ივანიშვილს, რომ მას თავს არ დაუხრიან. 

„მიხვდა ივანიშვილის, რომ მას ცხვირში მოხვდა. დღეს პანკისში ხალხმა მოარტყა ივანიშვილს ცხვირში და ივანიშვილმა გაიგო მესიჯი რომ ცოტა ხანი მათ დაანებებს თავს და არ შეჭამს იქაურობას,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა. 

დღის ამბები