19 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მყოფი უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფ ქართველებზე საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველები ასეთ ვითარებამდე ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მიიყვანა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები პირადად მოინახულა. 

„გუშინ წინ ვიყავი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ვნახე კარვებში დაწვენილი მამა, რომელსაც სამი შვილი, სამი შვილი ჰყავს ჩამოყვანილი და შიმშილით კვდება. მე ვნახე ყოფილი ექიმი, მედდა, რომელიც გუშინ მუშაობდა, მე ვნახე ყოფილი პოლიციელი, მე ვნახე ომის ვეტერანი აფხაზეთის, რომელსაც ორი ფეხი მოაჭრეს. ჩამოვიდა ოპერაციისთვის, იმიტომ რომ ახლა ხელების მოსაჭრელად აქვს საქმე. საქართველოში აღარ უფინანსებენ ოპერაციას, თუმცა, ჩემ დროს 100 %-ით უფინანსებდნენ. მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს.. საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა. ჩემი თვალით ვნახე ეს გუშინ. საფრანგეთის ყველაზე ისეთ ქალაქში, ქუჩაში დაყრილი საქართველოს მოქალაქეები,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, მისი რეიტინგის გაზრდით, ხელისუფლება შეშფოთებულია, რისთვისაც სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ მის წინააღმდეგ. 

„სამი დღის წინ, ივანიშვილმა მოაწყო თათბირი, ძალიან შეშოფთებულები არიან თავისი გამოკვლველებით. ჩაატარეს ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან ჩემი პირადი რეიტინგის საოცარი ზრდით. ივანიშვილმა დაავალა შემდეგი რაღაც: პირველი, გავააქტიუროთ ისევ ზურაბ ჟვანიას ე.წ. მკვლელობის თემა და ვისაც ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არის აბსოლუტურად დეგენარატი და ავადმყოფი. იმიტომ რომ ყველა პირობა გარკვეულია მგონი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა და უამრავი ადამიანი დაიჩაგრა ამ თითიდან გამოწოვილი თემით... და მეორე, სისხლის სამართლის საქმე აღძარით ბიძაჩემს, თემურ ალასანიას იარაღით ვაჭრობაზეო. უკაცრავად, რა იარაღის ვაჭრობა, რა სისულელეა. ამდენი მილიარდის იარაღი ვიყიდეთ როცა პრეზიდენტი ვიყავი და ერთ კონტრაქტს ვერ მივცემდი ბიძაჩემს?“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები