19 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
სპეკულაციები, რომელსაც ოპოზიციური ძალები ეწევიან - სოფო კილაძე იუსტიციის საბჭოს წევრების გაწვევის მოთხოვნას ეხმაურება

მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას არ იზიარებს. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რასაც არ ეთანხმება „ქართული ოცნება“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს.

„ის სპეკულაციები რომელსაც „ევროპული საქართველო“ თუ სხვა ოპოზიციური ძალები ეწევიან, ეს არის მათი პარტიული ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მე მგონია, რომ აჯობებს ფუნდამენტურ რეფორმებზე გავაკეთოთ კონცენტრირება და ეს მათი მცდელობები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება და მუდმივად რაღაც ქარიშხალი შექმნან ჭიქაში ეს არის არარელევანტური,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ მოთხოვნა იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დააყენა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია სამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ისინი ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ. „ევროპული საქართველო“ თვლის, რომ  იუსტიციის საბჭოს ეს სამი წევრი კონკრეტული ჯგუფების მითითებას ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები