19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
"ან ფირმა „ფერი“ გამოიყენეს ან თვითონ არის მონაწილე" - არველაძე პანკისის მოვლენებზე 

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პანკისში მომხდარი დაპირისპირება იმ ძალებისგან არის მართული, ვისაც არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იყოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ პანკისში „დადგმული სცენარის“ მონაწილე, თავად ჰესის მშენებელი კომპანია ყოფილიყო.

უმრავლესობის წევრებს კითხვები კომპანიასთან აქვს. არველაძეს აინტერესებს, თუ ჰესის მშენებლობა ნებადართული იყო, მაშინ რატომ მიმართა კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს შს სამინისტროს ხეობაში პოლიცია გაეყოლებინა.

„რატომღაც მიმართა ეკონომიკის სამინსიტროს, რომ პოლიცია გაეყოლებინა, თუ ყველაფერი შეთანხმებული იყო რა საჭირო იყო პოლიციის გაყოლება? არც ფირმა „ფერი“ მოიქცა სწორად, როდესაც წაიყვანა პოლიცია და მე მიმაჩნია, რომ ფირმა ფერი ან გამოიყენეს, მიმაჩნია, რომ დადგმული და მართული იყო, ან ფირმა „ფერი“ თვითონ არის მონაწილე.  ვინც არის მოწადინებული იმაში, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და სხვა მოვიდეს. ხომ ნახეთ მერე, რომ პრემიერი უნდა წავიდეს, შს მინისტრი უნდა გადადგეს, ეკონომიკის მინისტრი გადადგეს, რომელიც ერთი დღის დანიშნულია,“- განაცხადა არველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ლევან კობერიძის განცხადებით კი, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, რომ პროცესი მართული იყო.

მისი თქმით, ის რაც გუშინ პანკისში მოხდა, არის შედეგი იმისა, რომ არ არსებობს თანმიმდევრული მწყობრი გეგმა. კობერიძის აზრით, გეგმა უნდა არსებობდეს და ამის შესახებ უნდა იცოდეს, როგორც ხეობის მოსახლეობამ, ასევე ექსპერტებმა.

დღის ამბები