უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქვეყანაში ცვლილებებისთვის ემზადება. ვლადიმერ ზელელნსკის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ოფიციალურად ძალაში ჯერ არ შესულა, თუმცა ზელელნსკის გუნდის წევრებს აქვთ იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომლის გატარებასაც ისინი ქვეყანაში გეგმავენ.
მათ შორის რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტი, რითიც ისინი ითხოვენ, დაჩქარებული წესით მოხდეს, მათი თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება.
რაც შეეხება მთავრობაში ცვლილებებს, პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წარდგენა რამდენიმე პოსტზე, თუმცა მას საბოლოდ, პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.
„მინისტრთა კაბინეტის შეცვლაზე საუბარი არ გვიწევს, რადგან ეს კოალიციის პრეროგატივაა. თუმცა, პრეზიდენტი ნიშნავს საგარეო და თავდაცვის მინისტრებს. ჯერ მათი კანდიდატურები პარლამენტმა უნდა განიხილოს. რთული სათქმელია რადა რამდენად დაუჭერს მხარს. მაგრამ ჩვენ მივმართავთ და კანონპროექტებსაც შევიტანთ სახალხო მმართველობაზე, იმუნიტეტის მოხსნაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და დეპუტატების გაწვევაზე. ამ კანონების წინაშე, ყველა თანასწორი იქნება, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დღეს მასთან თანამშრომლობა არ გვაკავშირებს, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,“ - განაცხადა ვალადიმერ ზელელნსკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, დიმიტრი რაზუმკოვმა.