19 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
არჩევნები უკრაინაში - ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პოსტზე მუშაობას რევოლუციური ცვლილებებით იწყებს 

დღეს დილით უკრაინამ ახალ რეალობაში გაიღვიძა - 41 წლის ზელენსკიმ, მოქმედ პრეზიდენტს სამჯერ მეტი ხმით მოუგო. დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მას ტრადიციული საარჩევნო კამპანია არ ჰქონია. იშვიათად აძლევდა ინტერვიუ ჟურნალისტებს და საარჩევნო პროგრამაზეც თავადაც თითქმის არ საუბრობდა.

კორუფციის დამარცხება და დონბასში ომის დასრულება - ახალი პრეზიდენტი პოსტზე მუშაობას ძველი პრობლემების მოგვარებით იწყებს.

რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას ნორმანდიული ოთხეულის ფორმატით და უკრაინელი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას, ვლადიმერ ზელენსკის პრიორიტეტების სიაში პირველია ადგილი უკავია.

თანამდებობის ოფიციალურ დაკავებამდე ახალი პრეზიდენტი საკადრო ცვლილებების გატარებას აპირებს ძალოვან უწყებებში. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო და ამის შესახებ ზელენსკის გუნდიც გააფრთხილა. თუმცა ახალი პრეზიდენტი მთავარი კონკურენტის მთავრობაში შესაძლო დატოვების საკითხსაც განიხილავს, თუ ეს უკრაინელი ხალხის სურვილი იქნება.

დახმარებას და რჩევის მიცემას პეტრო პოროშენკო ახალ პრეზიდენტს დამარცხების აღიარების შემდეგ დაპირდა. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ახალ პრეზიდენტის ძლიერი ოპონირებისთვის ემზადება.

უკრაინის ახალი პრეზიდენტი პოსტზე მუშაობას რევოლუციური ცვლილებებით იწყებს. ის მოქმედი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას აანონსებს. ეს პოლიტიკური ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს დააკავოს პარლამენტის საეჭვო რეპუტაციის წევრები.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები