19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე პარლამენტში და დახურული სხდომა - უსაფრთხოების სამსახური პანკისში მომხდარზე არაფერს ამბობს 

ოპოზიცია სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს პარლამენტში ორი მთავარი პრეტენზიით დახვდა. საპარლამენტო ოპოზიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სუს-ი მხოლოდ საუბრობს რუსულ საფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომზე, ქმედით ნაბიჯებს კი არ დგამს. მაგალითად კი ის მოჰყავს, რომ რეალურად, სუს-ს არც ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებია.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე პარლამენტში იმ გამოწვევებზე სასაუბროდ მივიდა, რაც ქვეყნის წინაშე 2018 წელს იდგა, მაგრამ რეალურად საჯაროდ მხოლოდ ის თქვა, რაც ერთი თვის წინაც ცნობილი იყო, მაშინ როცა სუს-ის ანგარში გამოქვეყნდა.

საჯარო ნაწილის შემდეგ, უმრავლესობამ კომიტეტის სხდომის დახურვა მოითხოვა, რასაც დარბაზში ოპოზიციის წინააღმდეგობა მოყვა.

სხდომა მაინც დახურეს და კითხვები ოპოზიციამ სწორედ დახურულ რეჟიმში დასვა, თუმცა მაინც დარჩა იმ აზრზე, რომ დახურვას აზრი არ ჰქონდა.

მმართველი გუნდისა და სუს-ის მაღალჩინოსნის განმარტებები ერთმანეთს ემთხვეოდა, რომ ჯაშუშების არა დაკავება, არამედ გამოვლენა, დაკვირვება და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლაა საჭირო, რადგან სხვა ტაქტიკამ და ამაზე ხმამაღლა საუბარმა, მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს არ გაამართლა.

სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დღეს 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა, აქედან 4 საათი დახურულ რეჟიმში.

 

დღის ამბები