„დღეს ორიანი დაგიწერეთ,“- ასე დედაქალაქის მერმა ჟურნალისტს, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
მსახიობის დაკავების თვითმხილველების ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებდა, რომ კახა კალაძისთვის დაერეკათ.
ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერთან სცადეს და დაინტერესდნენ, თუ რა ურთიერთობა აქვთ მსახიობს და კახა კალაძეს. თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებს მომზადების დონე დაუწუნა.
„არ ხართ კარგად მომზადებული. კარგად მოემზადეთ და შემდეგ დამისვით შეკითხვა,“ - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის გუშინ დააკავეს. მას ბრალს ამ წუთებში აცნობენ.