19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ნათია თურნავას დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე - რომან კაკულია

„მე დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე,“ - ეს განცხადება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

რომან კაკულიას განცხადებით, თუ მთავრობა პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს, ის მზად არის მინისტრი, ნათია თურნავა საკომიტეტო მოსმენაზე დაიბაროს.

რომან კაკულიას თქმით, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა, სრულყოფილი ინფორმაცია ცნობილი არ არის. გამომდინარე აქედან, დეპუტატი ამბობს, რომ 21 აპრილს განვითარებული მოვლენები უნდა გაანალიზდეს.

„დიაგნოზი, რომ დასვა, რა მოხდა, უნდა გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სრულყოფილი ინფორმაციის გარეშე პოზიცია არის არაჯანსაღი და არასრულფასოვანი. ამიტომ, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ, რომ ხომ ვხედავთ, რომ ეს მოვლენები მეორდება სხვადასხვა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ პანკისს აქვს დამატებით, მაგრამ გარკვეული სენსიტიურობა, ახლა არ გავაზვიადებ, მაგრამ ერთიანი მიდგომა ჩამოსაყალიბებელია და ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები