ტრაგედია მარტვილის მუნიციპალიტეტში - საზარელ უბედურ შემთხვევას სოფელ სალხინოში 44 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მურთაზ კეკუტია ქვის საამქროში მუშაობის დროს სამტვრევმა დანადგარმა ჩაითრია და ის ადგილზე გარდაიცვალა.
საწარმომ, სადაც ქვის დამუშავების პროცესს ერთ მუშა შეეწირა, მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგილავას, ოჯახს ეკუთვნის.
44 წლის მურთაზ კეკუტია სამუშაო პროცესის დროს დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ის აგრეგატმა ჩაითრია და ამუშავებულ გენერატორში ჩავარდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ამ ტრაგედიაზე საუბარს ერიდებიან. საწარმო ქალაქის მერის, ალექსადრე გრიგალავას, ოჯახს ეკუთვნოდა. საწარმო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მერის შვილმა ორი კვირის წინ აამუშავა.
ალექსანდრე გრიგალავას ვაჟი - ლაშა გრიგალავა, ამ კომპანიაში აქციების 50 პროცენტს ფლობს, მისი ბიზნესპარტნიორია რუსეთს მოქალაქე, გიორგი კეკუტია.
მარტვილის მერმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
მარტვილის მერის მტკიცებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრაგედიის დღესვე დაიწყო, თუმცა, მარტვილის პოლიციაში კურიერის გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
ტრაგიკული შემთხვევა მარტვილში გუშინ მოხდა. დაღუპული 45 წლის მამაკაცის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე უარი ოჯახმა განაცხადა. დაღუპულის მეუღლე ამ ეტაპზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს.
ავტორი: ემა გოგოხია