19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
მწვავე კამათი და დაპირისპირება პარლამენტში - ფინანსთა მინისტრი ოპოზიციამ სიცრუეში დაადანაშაულა

ფინანსთა მინისტრი და ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ვანო მაჭავარიანმა ევროპული საქართველოს წევრებს მათემატიკის ცოდნა დაუწუნა, ოპოზიციამ კი მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა.

კამათის ერთ-ერთი მთავარი თემა საპენსიო რეფორმა იყო. ოპოზიციის აზრით, პროგრამა გაუმართლებელია.

ვანო მაჭავარიანს დამოუკიდებელი დეპუტატების კრიტიკის მოსმენაც მოუწია. მეტი თვალსაჩინოებისთვის ბექა ნაცვლიშვილმა პენსიის კალკულაციის დემონსტრირება მოახდინა.

მინისტრი ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულეს და წინასაარჩევნოდ განულებული სესხი შეახსენეს.

საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ვანო მაჭავარიანს შეკითხვებს მხოლოდ დეპუტატები არ უსვამდნენ. პარლამენტში საგანგებოდ მივიდა ომეგა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მითითებით ომეგას ჩაძირვაში დაადანაშაულა.

ომეგას წარმომადგენელსა და ვანო მაჭავარიანს შორის ხანგრძლივი დებატების შემდეგ კომპანიაში აცხადებენ, რომ მაინც ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ ეძლევა მუშაობის გაგრძელების საშუალება საწარმოს და რატომ რჩება სამსახურის გარეშე 3000 დასაქმებული.

დღევანდელი სხდომა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპოზიციამ შეხვედრა უკმაყოფილომ დატოვა.

 

დღის ამბები