პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი არჩევანის ეთერში ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლებას დამაჯერებელი განცხადება არ გაუკეთებია, თუ რატომ განვითარდა პანკისის ხეობაში ეს მოვლენები.
„ამ შემთხვევაში აქცენტირება მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე არ არის ხელისუფლებისთვის გამოსავალი. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს არის თავისი ხასიათით პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უარის თქმის საფუძველი,“ - განაცხადა ჯანდიერმა.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში სპეციალური საშუალების გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო მაშინ, როდესაც პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„ჩვენ ვიხილეთ აბსურდამდე მისული სიტუაცია... სპეციალური საშუალების გამოყენება თავისთავად ეს ნიშნავს გარკვეული კრიზისის აღიარებას. როდესაც პრობლემა და კრიზისი არის, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღებით მართვა. რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ეს არ იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამგვარი ტიპის ჩარევა, ჩემი აზრით, არ იყო ის საუკეთესო საშუალება, რითაც შეიძლება, ყოფილიყო მიზანი მიღწეული,“ - განაცხადა ჯანდიერმა.
ჯანდიერი "კუნთების თამაშად" აფასებს განცხადებებს, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაყენებას ეხება. ჯანდიერი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, პირველ რიგში კი, შს მინისტრს აკისრებს.