19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"ამ საკითხზე დასრულებულია საუბარი" - შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანკისში პოლიციას კანონი არ დაურღვევია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პანკისში განვითარებულ მოვლენებს "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ შს სამინისტროს მოქმედება შექმნილი პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი იყო.

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პოლიციას ხეობაში კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხის განხილვა უნდა დასრულდეს. 

„ფაქტი, რაც მოხდა, იყო სამწუხარო. ის გადაწყვეტა, რაც ამას შედეგად მოჰყვა, იყო ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი. პოლიცია ამ შემთხვევაში მოიქცა ღირსეულად. სამართლებრივი ნორმების დარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიციის იქ ყოფნას ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა. ამიტომ ამ საკითხზე დასრულებულია საუბარი, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში,“-განაცხადა მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები