19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცვლილება - გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ადგილობრივები მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. მოსახლეობის თქმით, ზუგდიდი და მთელი სამეგრელო სიღატაკის ზღვარზეა. რეგიონში გაიზარდა კრიმინალი და მძიმე მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა.

ზუგდიდის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობასა და ჩინოვნიკების კორუფციაში ჩართულობაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილობრივებს ჰპირდება, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვების შემდეგ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვლება.

„ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ სოფელში, უბანში, დაბაში შევიდეთ და გავაცნოთ სანდრა რულოვსის პროგრამა. მართლაც მნიშვნელოვანი არჩევნებია ზუგდიდელებისთვის 19 მაისს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცვლილება. ცვლილება იმ ქალაქში, იმ რაიონში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი არის სტაგნაციაში, არანაირი წინსვლა, უკუსვლა კი ბატონო, რამდენიც გენებოთ. რა არის საუკეთესო გამოსავალი ამ დროს? ცვლილება. უნდა წავიდეს მუნიციპალიტეტიდან ის ძალა, რომელმაც ვერაფერი გააკეთა უკანასკნელი წლების განმავლობაში და მოვიდეს ენერგიით, ცოდნით, კვალიფიკაციით და პროფესიონალიზმით სავსე გუნდი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები