19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"52 მილიონი ლარი რომ გადავიხადეთ თავის დროზე ტენდერის გარეშე, მაშინ რაში გადავიხადეთ აგვიხსნან" - ლევან ხაბეიშვილი  

გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის, მილიარდერის ხეებს რომ კომპანია დაატარებს, კალაძე ბიუჯეტიდან რამდენ მოთხოვნასაც გააკეთებს, იმდენ მილიონ ლარს მისცემს - ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დამატებით 18 მილიონის გამოყოფას.

52 მილიონის გარდა, ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებით 18 მილიონის გამოყოფაში, ხელისუფლების ოპონენტები შესაძლო კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

„ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი, რომ მილიარდერი ივანიშვილის ხეები რომ გადააქვს იმ კომპანია, 52 მილიონი ტენდერის გარეშე არ ეყო და თავის დროზე რომ პროექტში თანხა დავხარჯეთ, ტენდერის გარეშე რომ მივეცით, აქ ამბობს, რომ მიმაკლდა თანხაო და ეს თანხა რომ მიაკლდა, ერთი, ორი ან ხუთი მილიონი კი არა, საუბარია 18 მილიონ ლარზე და მერე მიზეზები აქვს ათასი რომ თურმე გაძვირდა რაღაცეები. ანუ, ადამიანებისთვის არაფერი არ ძვირდება მაგრამ ბიძინ ივანიშვილის კომპანიისთვის გაძვირდა თურმე რაღაცის გაკეთება, თურმე პროექტში რაღაცეები გამორჩათ. თურმე პროექტში თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული მათ შორის მწვანე სივრცე. 52 მილიონი ლარი რომ გადავიხადეთ თავის დროზე ტენდერის გარეშე,  მაშინ რაში გადავიხადეთ აგვიხსნან... გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის, მილიარდერის ხეებს რომ კომპანია დაატარებს, კალაძე ბიუჯეტიდან რამდენ მოთხოვნასაც გააკეთებს, იმდენ მილიონ ლარს მისცემს...“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები