19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ეს იყო დიდი კონფლიქტის თემა შიგნით, მქონდა ძალიან მწვავე საუბარი ივანიშვილთანაც - იუსტიციის საბჭოს ახალ სკანდალს ეკა ბესელია ეხმაურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ სკანდალს „ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია ეხმაურება. საუბარია საბჭოს არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავას უკანონოდ გამწესებაზე, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. კანონის ჩანაწერის მიხედვით, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად წარდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს იურიდიული გამოცდილება სასამართლოში. ზაზა ხარებავა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” წარადგინა, ფონდს კი იურიდიული გამოცდილება არ აქვს. ის სასამართლოში რიგ შემთხვევებში იყო მხარე, ან მას უჩიოდნენ თავად. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2017 წლის ივნისში პარლამენტმა დაარღვია  კანონი და ზაზა ხარებავა არალეგიტიმურად გაამწესა საბჭოში.  

ეკა ბესელია ამ პერიოდში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ ზაზა ხარებავასთან დაკავშირებით კითხვები მასაც ჰქონდა და ამ საკითხზე მწვავე დისკუსია მოუწია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. დეპუტატი ამბობს, რომ ხარებავას ზარდიაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები ლობირებდნენ.

„იუსტიციის საბჭოს ამ წევრების არჩევა იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი კონფლიქტის თემა შიგნით. მაშინ ეს არ გასაჯაროებულა. მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ ეს საჯაროდ რომ მაშინ ძალიან მწვავე საუბარი იყო შიგნით. მათ შორის შეიძლება ეს როდისმე დაადასტუროს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ  ეს პროცესი კარგად წარმართულიყო და მათშორის ძალიან  მწვავე საუბარი და პრინციპში თითქმის კონფლიქტამდე მივიდა ეს თემა შიგნით მე მქონდა მაშინ ძალიან მწვავე საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც ამ თემაზე იმიტომ, რომ  ისიც საქმის კურსში ჩავაყენე. იყო ძალიან დიდი მცდელობა და ზეწოლა ლობირების აი ამ ჯგუფის,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები