რუსეთი დასავლეთით და სამხრეთით სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საუბარია ორივე რეგიონის სამხედრო ოლქების შემადგენლობაზე, რომელსაც დანარჩენი დაჯგუფებების შემცირების ხარჯზე ზრდიან.
რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი მიზეზად რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგებას ასახელებს. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია არ არსებობს, მაგრამ ალიანსი გაფართოებას განაგრძობს, რითიც ირღვევა ძალთა ბალანსი ევროპაში. ამასთან, სამხედრო ინციდენტების რისკიც იზრდება.
პარალელურად რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. გასულ კვირას სამხედროებმა სარაკეტო შეტევების მოგერიებაში ივარჯიშეს. დღეს კი წვრთნას პირობით მტრის ობიექტების დაბომბვაში გადიან. სწავლებებში მონაწილეობს 3 ათასი ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემიც.