19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ - „უდოს“ კომისიის უარი 

ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. მერაბიშვილის საქმე კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.

„უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა. 

„ახალი გარემოება არ არსებობს, ხოლო ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელიც არსებობდა აქამდე მასზე სასამართლომ უთხრა, რომ ვერ გამოდგებოდა უარისთვის.

გვრჩება განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა.

იმ ფონზეც კი, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ არგუმენტები რომლითაც უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე არ გამოდგებოდა და ამის გამო გააუქმა ეს ადმინისტრაციულ-ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ჩვენ მივიღეთ ისევ იგივე.

ვერ შევალთ შინაარსში, იმიტომ რომ, არ ვიცით შინაარსი.  მერაბიშვილმა თავად დაუწერა განცხადება და ველოდებით დასაბუთებას. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ არგუმენტებზე, თუ რითი ეთქვა უარი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

დღის ამბები