ბათუმის გენერალური გეგმის ტენდერში არაერთი ხარვეზი და შეცდომაა - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა, გენრი დოლიძემ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის წარმომადგენლის განმარტებით, 100 ათას ლარზე მეტი თანხა არამიზნობრივადაა გამოყოფილი და კონკურსი დაინტერესებულ კომპანიაზეა გათვლილი.
დოლიძის თქმით, ზღვის ფაქტორი საერთოდ არ არის გათვალისწინებული და კონკურსი ძველი კანონმდებლობის შესაბამისადაა შედგენილი და არ არის გათვალისწინებული ურბანისტებისა და სპეციალისტების აზრი.
გენრი დოლიძე გამოცხადებულ ტენდერს ასაჩივრებს და კონკურსის შეჩერებას მოითხოვს.