„ეს არის უზნეო ტყუილი“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გახარია გომელაურს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების პანკისის სპეცოპერაციასთან კავშირს უარყოფს. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ე.წ. სახელისუფლებო კლანებზე საუბარი მიუღებელია.
„ეს არის უზნეო ტყუილი და მოგონილია იმისთვის, რომ საზოგადოებაში რაღაც ეჭვები შეიტანონ, რომ აქ რაღაც კლანებია, სქემებია კორუფციული, ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან. ეს არის ერთი საკმაოდ კარგად გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც შეიძლება შეცდომას უშვებს, მაგრამ ღია და მართალია თავისი საზოგადოების, თავისი ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელია ბევრი რამ, რაც პანკისის ხეობაში მოხდა. ყველა საკითხზე, სანამ საბოლოო წერტილი არ დაისმება, მაგ პროექტის გაგრძელება არ იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პანკისში მომხდარი დაპირისპირების რეალური მიზეზი შესაძლოა, "ქართული ოცნების" კლანებს შორის კონფლიქტი იყოს. პრესა უკვე აქტიურად წერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.