19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ივანიშვილი ასლან აბაშიძეს ჰგავს, ეშინია ოპონენტების და უნდა ციხეში ჰყავდეს- სააკაშვილი მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ  ივანიშვილს ეშინია ყველა ოპონენტის და ამჯობინებს რომ ისინი ან ქვეყნის გარეთ იყვნენ ან ციხეში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი ოპონენტებს დევნაში ასლან აბაშიძეს ჰგავს.

„ივანიშვილის ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში ასანიძე თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება. ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი. მას უნდა  რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილის ვერ შეინარჩუნებს. პირიქით  დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ ვანოს ჯანმრთელობა , წლები პროდუქტიული ეწირება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე აცნობა. „უდოს“ კომისიას მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები