„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ჩვენი მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან აუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან უდიდესი მონაპოვარია და ის არ უნდა დაიკარგოს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის თუ საჭირო იქნება კანონიც გამკაცრდება, რათა ე.წ. შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს.
„არიან ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად იყენებენ ამ პრივილეგიას და ისნი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა, ბოროტად იყენებენ ამ პრივილეგიას. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ჩვენი მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით გადაიდგმება ყველა ნაბიჯი. რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, თქვენ იცით, რომ დაგვხდა მძიმე მდგომარეობა 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება მილიონ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ვმუშაობთ აქტიურად რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური ვითარება და თანდათანობით კიდევ უფრო შემცირდეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.