19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
პოლიტიკური ჰაერის გამოშვება - თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

პოლიტიკური ჰაერის გამოშვება - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წევრების განცხადებას, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებთ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, ოპონენტების ბრალდება, რომ მიგრაციის რიცხვი მხოლოდ ახლა გაიზარდა და წინა წლებში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები არ მიდიოდნენ, სიცრუეა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის შეფასებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ევროპაში ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებს, ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საქართველოდან არის ემიგრირებული ცხოვრობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამის დაბრალება ჩვენს ხელისუფლებაზე არის პოლიტიკური ჰაერის გაყიდვა და ელემენტარული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინაშე. ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ დავიცვათ ის შეთანხმება და კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები