19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
გავწერეთ უპრეცედენტოდ ღია პროცედურა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებში - კობახიძე მოსამართლეთა შერჩევა-გამწესების კანონპროექტზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა-გამწესების შესახებ მისი მომზადებული კანონპროექტი არის გარანტია, რომ სასამართლოში ღირსეული და კვალიფიციური მოსამართლეები მოხვდნენ.

მისი თქმით, კანონპროექტში გაწერილ პროცედურას ანალოგი არ აქვს ევროკავშირის ქვეყნებშიც კი.  

„კონსტიტუცია ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებს წარადგენს საბჭო, შემდეგ ირჩევს პარლამენტი, ანუ ეს არის ორი ორგანოს უფლებამოსილება.

ამ ჩარჩოს ფარგლებში ჩვენ გავწერეთ უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაშიც კი. მოვუწოდებ ყველას, ევროკავშირის თუნდაც ერთი ქვეყანა დაასახელონ, სადაც ამის მეათედი მაინც არის დადგენილი.

ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რაც იძლევა არამარტო შესაძლებლობას, გარანტიასაც იმისას, რომ უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ პარლამენტი აირჩევს კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს,"-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები