19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჭიათურაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად ილო ჩიკვილაძე წარადგინა

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ჭიათურაში საკრებულოს მაჟორიტარობისთვის ილო ჩიკვილაძე იბრძოლებს. კანდიდატი ადგილობრივებს დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა წარუდგინეს. მათ ჩიკვილაძის გამოცდილებასა და კომპეტენციას გაუსვეს ხაზი.

„წარვადგინეთ ჭიათურის საკრებულოს კანდიდატი, ჩვენი თანაპარტიელი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბატონი ილო ჩიკვილაძე. ისეთი ადამიანი, რომელის საკრებულოში მშრომელი  ადამიანის ხმა იქნება. ისეთი ადამიანი, რომელიც საშუალებას არ მისცემს ჭიათურაში და მთლიანად საქართველოში ჩაბუდებულ ბიუროკრატიას სახლში წაიღოს სახელმწიფო ბიუჯეტი“- განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

თავად ილო ჩიკვილაძემ ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს. მან ყურადღება ეკოლოგიასა და მძიმე სოციალურ ფონზე გაამახვილა.

„ ბევრი რამეა გასაკეთებელი ჭიათურაში. პირველ რიგში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ, ძალიან გვაწუხებს ეს პრობლემა.  მეორე, სოციალური ფონია ძალიან ცუდი,. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სიმდიდრე გადის ჩვენს მოსახლეობას ეს საერთოდ არ ხმარდება. არის უმუშევრობის საკითხი და განსაკუთრებით  მე რომელ უბნებშიც უნდა ამირჩიონ ის უბნები გარეუბნებია ქალაქის და მიტოვებულია საერთოდ და ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ,“- განაცხადა ჩიკვილაძემ.

დღის ამბები