სხდომა, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა-გამწესებასთან დაკავშირებით შექმნილი კანონპროექტის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან დისკუსია მიმდინარეობდა, ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
კანონპროექტის მესამე მოსმენაზე გატანამდე საკანონმდებლო ორგანოში ხმაური და დაპირისპირება მოხდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საუბრობენ. თუმცა, მანამდე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბესელიამ კი სხდომა დატოვა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირებული კანონპროექტი მხოლოდ მის ავტორებს მოსწონთ.
„ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ,“-ამბობს ეკა ბესელია.
თუმცა „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე ისევ დაბრუნდნენ.