19 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
„ევროპული საქართველო „ პროდასავლური პარტიების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობს

პარტია „ევროპული საქართველოს„ წევრები  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლური პარტიების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, 19 მაისს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“  შეთანხმებას მიაღწიეს. შეთახნმების  თანახმად, 13 ოლქიდან 7 საარჩევნო ერთეულში „ნაციონალური მოძრაობის”,  6-ში კი „ევროპული საქართველოს“  მიერ შერჩეული კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპული ორიენტაციის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებით უნდა გამოვიდნენ საერთო შეთანხმებული, კოორდინირებული ფრონტით. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ სამ საარჩევნო ოლქში, ჯერ მარნეულში და შემდეგ ზესტაფონში ზემოთ აღნიშნული შეთანხმება დაარღვია. მიუხედავად ამისა, „ ევროპული საქართველო“ თვლის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ბრძოლა „ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, ამიტომ მოვუწოდებთ  „ ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს ისე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს,“- განაცხადა ბობოხიძემ.

დღის ამბები