ბოლო დროის ყველაზე სადავო და სკანდალური კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში აქციის ფონზე მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე იურისტები რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა აღიაროს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა არსებობს.
„მოვითხოვთ პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას, კლანის მმართველობა უნდა იქნას პოლიტიკურად აღიარებული. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსის შედეგი,“-განაცხადა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა.
იურისიტი კახა კოჟორიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის, არც ოპოზიციის და არც საზოგადოების კრიტიკასა და შენიშვნებს. მისი თქმით, თუ ისევ ეს რეალობა გაგრძელდა ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. მანამდე კი კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ეკა ბესელიამ და თავის თანამოაზრეებთან ერთად გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდა, თუმცა "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე ისევ დაბრუნდნენ.